ერთის მხვრივ შპს შოფ ენდ შიფ (ს/კ: 402259603) შემდგომში გადამზიდი კომპანია, (ვებ.გვერდი:www.shopandship.ge, ტელ: +995511237343, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ნინო ჩხეიძის ქ. N 19 ბ. 7) მეორეს მხრივ მომხმარებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს შპს შოფ ენდ შიფის გადაზიდვის მომსახურებას. და ენიჭება უნიკალური მომხმარებლის ნომერი, რომელიც აღირიცხება ტვირთის ჩამოსვლის თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს შოფ ენდ შიფ-ის მონაცემთა ბაზაში, დებენ ამ შეთანხმებას შემდეგნაირად:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულების საგანია თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მომსახურების მიწოდება, რომელსაც უზრუნველყოფს ექსპედიტორი საკუთარი სახელით და მომხმარებლის ხარჯზე.
1.2. მომხმარებელთა რეგისტრაცია ვებ.გვერდ www.shopandship.ge-ზე უფასო და ნებაყოფლობითია. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ.გვერდზე www.shopandship.ge. მომსახურების პირობები საჯაროა. shopandship.ge-ს სერვისებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება ამ ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მასთან გაცნობის შემდეგ.
2. ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის გატანა, წონის დამრგვალება და გადახდა.
2.1. ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის (ამანათების) რეალური წონიდან.
2.2. ერთი ნივთის მინიმალური წონა: – მრგვალდება 1 კგ-მდე;
2.3. ერთი მომხმარებლის მიერ გამოწერილი რამოდენიმე ნივთის საერთო წონა, ან მხოლოდ ცალკეული ნივთისა, ნაკლებია 1 კგ-ზე – მრგვალდება 1 კგ.-მდე.
2.4. სავალდებულოა ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.shopandship.ge-ზე მითითებული გადახდის მეთოდებით ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
2.5. თუ გზავნილის საქართველოში შემოსვლიდან 30 დღის ვადაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ გზავნილის გატანა, გზავნილი გადაეცემა კომპანიას საკუთრებაში.
2.6. ამანათის შპს შოფ ენდ შიფ-ის საწყობში მოსვლის და მისი ტრანსპორტირების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირების საფასური. ვალდებულება ძალაში რჩება ამანათის სახელმწიფოსთვის გადაცემის შემთხვევაშიც.
2.7. ამანათის გატანისას მომხმარებელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს შიგთავსი. დაზიანების შემთხვევაში ადგილზევე შეატყობინოს პასუხისმგებელ პირს. ინფორმაციას განიხილავს შესაბამისი სამსახური და მომხმარებელი გონივრულ ვადაში მიიღებს პასუხს.
2.8. კომპანია შპს შოფ ენდ შიფ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ დაზიანებულ ამანათებზე, რომელთა შეფუთვასაც არ აქვს სპეციალური აღმნიშვნელი სტიკერი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ნივთის ტრანსპორტირების განსაკუთრებული გაფრთხილება.
3. საკურიერო მომსახურება.
3.1. გადაზიდვის ღირებულება გამოითვლება ამანათების საერთო წონიდან. გადასახდელი წონა არის 9 ლარი 1 კგ-ზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
3.2. ყველა იმ ამანათზე, რომლის ტრანსპორტირების ღირებულება გადახდილი იქნება ამანათის ჩამოსვლის დღემდე და მომხმარებელს მითითებული ექნება „საკურიერო მომსახურება“ კურიერი დაარიგებს მსგავს ამანათებს კვირაში ორჯერ.
3.3. ამანათს მოგიტანენ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე.
3.4. თუ კურიერმა ვერ მოახერხა წინასწარ დაკავშირება თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე ამანათს დააბრუნებს ოფისში და მომხმარებელს შეეძლება მისი გატანა ოფისიდან.
3.5. ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).
3.6. კურიერი არაა ვალდებული აიტანოს ამანათები სართულზე.
3.7. რაიონებში ამანათები დარიგდება საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე-მესამე დღეს შპს შოფ ენდ შიფ ოფისებში, ასევე აგენტების მეშვეობით.
3.8 . ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს შეფუთვა და გარეგანი დაზიანების შემთხვევაში მასთან დააფიქსიროს პრეტენზია.
3.9. თუ მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანება არსებობს, ამანათი არ გაიცემა, სანამ დავალიანება არ გადაიფარება.
4. ამანათის გადაცემა მესამე პირზე.
4.1. მესამე პირს შეუძლია მიიღოს ამანათი თუ ის წარადგენს:
მიმღების პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, აგრეთვე საკუთარ პირადობის დამადასტურებელ საბუთს.
4.2. ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობას და გადახდის ქვითარს.
5. ტრანსპორტირება.
5.1. გარკვეული მიზეზების გამო ტრანსპორტირების დაგვიანებაზე შპს შოფ ენდ შიფ პასუხს არ აგებს.
5.2. შპს შოფ ენდ შიფ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათებზე, რომელთა უცხოეთის ოფისში მიტანას ახორციელებს კომპანია, რომელსაც არ აქვს ამანათის ჩაბარების სავალდებულო ხელმოწერით დადასტურების სერვისი და შესაბამისად სადაო სიტუაციის წარმოქმნისას, ასეთი კომპანიები ვერ დაადასტურებენ აგენტის საწყობში ტვირთის მიტანას.
5.3 კომპანია პასუხს არ აგებს პაკეტში არსებული ნივთის რაიმე დეფექტზე, რომლის გახსნა დაუშვებელია მომხმარებლის თანხმობის გარეშე. ასეთ შემთხვევებში მომხმარებელს შეუძლია საჩივარი შეიტანოს გამყიდველის წინააღმდეგ მხოლოდ ნივთის დეფექტების გამო, პრობლემის აღმოსაფხვრელად.
5.4 იმ შემთხვევაში, თუ ამანათი(ებ)ი მომხმარებლამდე მივიდა დაზიანებულ შემთხვევაში და დაზიანება მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე, შპს შოფ ენდ შიფის მიერ, კომპანია იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს თანხა. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის მისამართზე წარადგინოს დაზიანებული პროდუქტი და გადახდის ქვითარი. კომპანია შეამოწმებს დაზიანებ პროდუქტს და თანხის ანაზღაურება მოხდება 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
5.5 არასწორად/შეცდომით შესრულებული ტრანზაქციის შემთხვევაში, უნდა დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ელ-ფოსტაზე და შეგვატყობინებთ დაუსრულებელი ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ.
5.6 დეკლარაციის შეუვსებლობის გამო ამანათები დაყოვნდება საბაჟოზე 10 კალენდარული დღის მანძილზე
5.7 შპს შოფ ენდ შიფ იხსნის პასუხისმგებლობას აკრძალული პროდუქციის ტრანსპორტირებაზე.